დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისიც ქალაქია
"მაკდონალდსის აშენებას, კიდევ ის სჯობს, ტუალეტები მაინც აუშენეთ ტურისტებს“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/02/24 00:15:25

ქუთაისის მერიამ და მაკდონალდსის წარმომადგენლებმა ქალაქის საზოგადოებას ახალი პროექტი წარუდგინეს, თუმცა, პროექტში, ფაქტობრივად  ბევრი არაფერი შეცვლილა, შენობა უბრალოდ, უფრო მწვანე ფერშია გადაწყვეტილი.

პრეზენტაცია საკმაოდ რთულ  და დაძაბულ სიტუაციაში წარიმართა, ფაქტობრივად ძალიან ემოციურ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა:


„ჩემი 3500 წლის ქალაქის ისტორია არ იწყება მაკდონალდსის ჯიხურით თუ პავილიონით!“, „ესაა კანალიზაციის ტრუბა ქუთაისში... ამის აშენებას, კიდევ ის სჯობს, ტუალეტები მაინც აუშენოთ ტურისტებს“, რომელი ტურისტი ჩამოდის ქუთაისში ჰამბურგერის საჭმელად?“, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ არსებობს ქუთაისის განვითარების გეგმა და ვისაც სად და რა მოეხასიათება, იქ ჩადგამს, რასაც უნდა!“ - ესაა იმ ფრაზების ნაწილი, რაც ქალაქის მოსალოდნელი დამახინჯების მოწინააღმდეგე ქუთაისელებმა დააფიქსირეს პრეზენტაციაზე.

 

 


ქუთაისის მერმა კი პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს მშვიდად უპასუხა. მან  მოწინააღმდეგეების აზრს არარგუმენტირებული უწოდა  და განაცხადა, რომ მერია ვალდებულია, დაიცვას კანონი. „ამ შემთხვევაში კი ყველაფერი კანონის დაცვით ხორციელდება. სენსიტიური ადგილია და არც მოველოდით, რომ ყველას მოეწონებოდა. გამოკითხვებში კი  უმეტესწილად პოზიტიური დამოკიდებუება იგრძნობა. ასე მეც ბევრი რამე შიძლება არ მომწონდეს.“- განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

  „მიწა უკვე გაყიდულა და მას კანონიერი მფლობლი ჰყავს. აღნიშნული ტერიტორია არ არის ქალაქის  ჩვეულებრივი ნაწილი, ის არის კულტურული მემკვიდრეობის  არეალი, ამიტომ ამ მდგომარეობაში  რჩება მხოლოდ ერთი სამართლებლივი  ბერკეტი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის  გათვალისწინებით უნდა მიხდეს ამ ურბანული  არეალის დამატებით შესწავლა და შესაბამისი პროექტის მომზადება, ვიდრე მოხდება ამჟამინდელი პროექტის დამტკიცეება“- ამ ერთადერთ გამოსავალს ხედავს  სტუდენტი, კულტუროლოგი , საინიციატივო ჯგუფის „ქუთაისზე მზრუნველთა საზოგადოების“ წევრი, სოფო ზვიადაძე.

 

ქუთისის ადგილობრივ თითმმართველობაში კი  პროექტის საბოლოო ვარიანტი მოსწონთ და დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში მშენებლობის ნებართვასაც გასცემენ, თუ, რა თქმა უნდა, მოსახლება პროტესტის უფრო მწვავე ფორმას არ მიმართავს.


თუმცა, ხელისუფლებამ იცის, რომ ხალხი მშიერი და სხვა ათასგვარი პრობლემებით დამძიმებული ჰყავს ქუთაისში და ფიქრობს, რომ ისინი მასობრივ საპროტესტო ტალღას ვერ ააგორებენ, ამიტომ „თავი  ქუდში აქვთ“ და ძალაც შესწევთ აღმართის მოსახნავად...


მაგრამ... არის კიდევ ბევრი მაგრამ, რის გამოც ქუთაისელთა დიდი ნაწილი პოზიციების დათმობას არ აპირებს.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია