დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ
2013/05/17 20:50:30

 

პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს 2012-2013 სასწავლო წელი, სერტიფიკატები გადაეცათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორ საუკეთესო უცხოელ პედაგოგს მადლობის სიგელები და მედლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გადასცა.

 ღონისძიებაში მონაწილებდნენ,  როგორც ინგლისურენოვანი, ასევე, ჩინურენოვანი მოხალისეები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგლენლები.

პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხალისე მასწავლებლები ჩამოდიან და საქართველოს საჯარო სკოლებში ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად,  ინგლისურ და ჩინურ ენებს ასწავლიან.

ამჟამად, პროგრამაში 152 ინგლისური ენის უცხოელი მოხალისე მასწავლებელი და 10 ჩინური ენის ჩინელი მოხალისე მასწავლებელია ჩართული. ზაფხულის განმავლობაში,  ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლების მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში მივლინება იგეგმება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია