დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გრიგოლ ვაშაძის დისკუსია ჟენევაში
2012/01/30 12:22:49

„ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე, ვართ ევროპელები“ - საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზით დაიწყო. - მისი მიზანი იყო, დაერწმუნებინა დამსწრე საზოგადოება, რომ საქართველო გაწევრიანებისას, აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. გრიგოლ ვაშაძემ კი განაცხადა, რომ საქართველო, ისევ დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომელიც საფრთხეს  უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტს, არამედ - ევროპის საბჭოს ღირებულებებსაც. უსაფრთხოების მექანიზმის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ჟენევის დისკუსიების დროს განიხილებოდა, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება იყო, რომელიც საქართველომ ცალმხრივად უკვე აიღო. რუსეთი იმავეს გაკეთებაზე უარს აცხადებს და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.

„აქამდე ან ძალიან მყარ „არას“ ვიღებდით მოსკოვიდან, ან სამხედრო წვრთნებით გვპასუხობდნენ, ამ სამხედრო წვრთნების მთვარი მოტივი კი იმ გეგმის შემუშავებაა - სხვათაშორის, ზუსტად ისე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, - თუ როგორ უნდა განხორციელდეს დანარჩენი საქართველოს ოკუპაცია,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც გულისხმობდა სამხედრო წვრთნებს - „კავკაზ-2012“-ს.

ვაშაძემ აგრეთვე განაცხადა, რომ საქართველოს იმედი ჰქონდა, რუსეთთან მიღწეული იქნებოდა შეთანხმება, რაც მოსკოვსა და თბილისს შორის „უკეთესი ურთიერთობის თუ არა, უკეთესი გაგების“ ჩამოყალიბების საფუძველი მაინც შესაძლოა ყოფილიყო. „სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“ - აღნიშნა მან. მან ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როცა საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლის შემდეგ დასმულ კითხვებს პასუხობდა. კითხვების უმრავლესობა სეპარატისტულ რეგიონებთან და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებს ეხებოდა.

ვაშაძემ გამოსვლის ნაწილი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსაც დაუთმო. კერძოდ, მან განაცხადა, რომ „გაუმჯობესდა მართვა, შეიქმნა ეფექტური სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს. საქართველოს საზოგადოება ძლიერი და გავლენიანია, მედია კი - თავისუფალი, რაც რეგიონში სამაგალითოა.“

გამოსვლის დროს მან ასევე ისაუბრა საარჩევნო კოდექსზე: „ოპოზიციურ პარტიებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა ახალი საარჩევნო კოდექსი, ხოლო გრეკოსა და ვენეციის კომისიის რჩევების საფუძველზე ცვლილებები შევიდა პარტიათა შესახებ კანონში, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბრძოლა პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ.“

მინისტრმა ასევე დიდი დრო დაუთმო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ნატოსთან. მისი თქმით, რევოლუციის შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ქვეყნის განვითარებასა და წარმატებისათვის. ყველა სფერო მაქსიმალურად შეიცვალა უკეთესობისკენ. ევროპასთან სიახლოვით საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს და ეცდება, ქვეყანა მთლიანი და ერთიანი გახდეს.

ბატონ ვაშაძეს თურმე ვერასოდეს წარმოედგინა, რომ 2008 წელს რუსეთის მასიური სამხედრო აგრესიის შემდეგ, 2012 წელს ასეთ „კარგ ფორმაში“ იქნებოდა სახელმწიფო.

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია