დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილმა მომავალი მთავრობის შემადგენლობა საჯაროდ დაასახელა
2012/10/08 12:36:48

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კოალიციამ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერმა მთავრობისა და საპარლამენტო ხელმძღვანელების კანდიდატურები წარუდგინა საზოგადოებას.

როგორც აქამდე არაერთხელ იყო ნათქვამი კოალიციის მხრიდან, პრემიერ-მინისტრის პოსტს თავად ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცე-პრემიერი); რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კახა კალაძე (ამავე დროს მეორე ვიცე-პრემიერი); შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - სოზარ სუბარი.

სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე.

დიასპორას საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორი - რევაზ შავიშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი; მთავარი (გენერალური) პროკურორი - არჩილ კბილაშვილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მაია მიმინოშვილი.

ბიძინა ივანიშვილს ფინანასთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვისა და ლტოლვილთა  მინისტრობის  კანდიდატურები  არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ ამ თანამდებობებზე კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. ასევე, არ უხსენებია დასაქმების სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურა.

რაც შეეხება საპარლამენტო კანდიდატურებს, პარლამენტის თავმჯდომარედ კოალიციის ლიდერმა დავით უსუფაშვილი დაასახელა, ხოლო ვიცე-სპიკერებად - მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ აბაშიძე;

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეებს, აქ კანდიდატურები ასეთია: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გიგლა აგულაშვილი წარადგინა; ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ ი-ეკა ბესელია; განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიეტეტი - ვანო კიღურაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - გია ცაგარეიშვილი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - ნოდარ ხადური;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - გუბაზ სანიკიძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - ვიქტრო დოლიძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი სესიაშვილი; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი-ირაკლი ტრიპოლსკი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირინა იმერლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი -დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - ლერი ხაბელოვი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი-დიმიტრი ხუნდაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - ვახტანგ ხმალაძე.

"პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ახლა რომ იყოს ასარჩევი, ამ პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მივიჩნევ. შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აზრი შევიცვალო, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო მთავრობა. ვინც იქნება ხელისუფლებაში მან უნდა იზრუნოს ქვეყანაზე და ხალხზე და არა საკუთარ თავზე“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1387
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია