დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მშობიარობა უფასო ხდება
2013/01/07 16:51:51

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო ცენტრში სტუმრობისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ 1 ივლისიდან საქართველოში მშობიარობა უფასო იქნება. 

მისივე ინფორმაციით, ამავე პერიოდიდან იზრდება სოციალური შემწეობების თანხაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.

„პარლამენტმა ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი შემოიტანა, სადაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გაორმაგებულია. აქამდე იყო 450 მლნ ლარი, ჩვენ კი ეს 800 მლნ ლარამდე გავზარდეთ. ეს არის სერიოზული განაცხადი. ჩვენ ვემზადებით, რომ შემოვიტანოთ ერთიანი სადაზღვევო ფონდი. ეს ნიშნავს, რომ თითოეული პაციენტი იქნება გარანტირებული და სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას თითოეული მოქალაქის მიმართ. სიახლე არის ასევე ის, რომ 1 ივლისიდან მშობიარობა იქნება საერთოდ უფასო. ასევე გეტყვით სიახლეს, რომ გაიზარდა შემწეობები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ოჯახის პირველი წევრისთვის ეს იყო 30 ლარი, ხოლო ყოველი შემდგომი წევრისთვის _ 24 ლარი. 1 ივლისისთვის ეს თანხა ოჯახის პირველი წევრისთვის გაიზრდება 50 ლარამდე, ხოლო ყოველი შემდეგისთვის შემწეობა 40 ლარი იქნება“, – განაცხადა ხუნდაძემ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია