დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შს სამინისტრომ ქურდული სამყაროს 12 წევრი დააკავა
2013/05/15 12:35:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად დააკავეს წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის  ნასამართლევი, ქურდული სამყაროს  12 წევრი.

 სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებულთა შორისაა ერთი არასრულწლოვანი  და ერთი ქალბატონი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ე. წ. „ქურდულ სამყაროს“ აღიარებენ და სხვადასხვა  სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე. წ. „კანონიერი ქურდების“ გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან  კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.

გამოძიება  ქურდული სამყაროს წევრობისა და  კანონიერი ქურდობის  ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 223–ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია