დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
19 აპრილის აქციას საჯარო მოხელეები ვერ შეუერთდებიან?
2013/04/12 13:33:03

„საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი“ 19 აპრილს იმერეთის რეგიონებში არსებულ საჯარო დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებას აპირებს. მონიტორინგის მიზანია 19 აპრილს საჯარო დაწესებულებების შემოწმებაა, კერძოდ იმის გარკვევა, რომ დასაქმებულმა ადამიანებმა სამუშაო დღე არასაპატიო მიზეზით არ გააცდინონ და 19 აპრილის აქციას არ შეუერთდენ. ამის შესახებ „საზოგადოებრივი ინტერსესების დაცვის ცენტრის“ წევრებმა დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ჩვენ  ამ ეტაპზე მონიტორინგს ბაღდათის, წყალტუბოსა და ცაგერის რაიონებში ჩავატარებთ,  წერილობით მივმართეთ გამგეობებს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, რათა მოგვაწოდონ საჯარო მოხელეების სია. ვაპირებთ, მივიდეთ თითოეული თანამშრომლის კაბინეტში და გადავამოწმოთ, იმყოფებიან თუ არა სამუშაო საათებში სამსახურში.  ჩვენი მიზანია,  ის მანკიერი ჩვევა, რაც რომელიმე პოლიტიკური ძალისათვის ადმინისტრაციული რესურსის თვითნებურ გამოყენებას გულისხმობდა, აღმოვფხრათ და ქვეყანა ევროპულ რელსებზე გადავიყვანოთ."-განაცხადა „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ წევრმა გიზო ბანძელაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია