დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კიევი ქუთაისელი ფოტოგრაფების გამოფენას მასპინძლობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/25 19:56:02


უკრაინის დედაქალაქ კიევში „ჟულინის“ საერთაშორისო აეროპორტში ფოტოგამოფენა სახელწოდებით, “საქართველო, ქუთაისი - უნდანახო!” გაიხსნა.


გამოფენაზე წარმოდგენილ 24 ფოტოზე ასახულია ქუთაისში და მის მახლობლად არსებული ღირსშესანიშნაობები. გამოფენა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა უკრაინული მედიისა და საზოგადოებისათვის.


გამოფენის ორგანიზატორები არიან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს საელჩო უკრაინაში, კიევის „ჟულიანის“ საერთაშორისო აეროპორტი, ავიაკომპანია YanAir და უკრაინის ტურიზმის განვითარების ცენტრი.


გამოფენაზე წარმოდგენილია ქუთაისელი ფოტოგრაფების: დავით მირზაშვილის, არჩილ გეგენავას და ლევან ლექვინაძის ნამუშევრები.


გამოფენა, საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ გახსნეს. ღონისძიებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, მოადგილე ირაკლი სარიშვილი, ავიაკომპანიაYanAir-ის გენერალური დირექტორი იაროსლავ აგაფონოვი და «Мастер-Авиа»-ისგენერალური დირექტორი ალეკსეი იაკოვეცი დაესწრნენ. 


,,ქუთაისის თვითმმართველობის სახელით მადლიერებას გამოვხატავთ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილე ყველა მხარის მიმართ და მზადყოფნას გამოვთქვამთ , მომავალშიც აქტიურად ჩავერთოთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ ყველა ეფექტურ პროექტში.“-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია