საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2013 წლის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის მოხმარების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წლის განმავლობაში მსოფლიოს სასაქონლო ბირჟებზე ნავთობზე ყოველდღიური მოხმარება 65 ათასი ბარელი იქნება. წლიურად კი ეს მაჩვენებელი 90,6 მილიონი ბარელს მიაღწევს.
„ევრონიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ექსპერტები 4-5 წლის შემდეგ „შავი ოქროს“ მოპოვებაში ლიდერობას ამერიკის შეერთებულ შტატებს უწინასწარმეტყველებენ.