დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთად ვებრძოლოთ უსამართლობას!
"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!" - პეტიცია შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/11/11 01:23:00



10 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე პარლამენტის წინ დაწყებული არასამტავრობოე ორგანიზაციების აქცია, ფაქტობრივად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოსულ სამოქალაქო ორგანიზაციებს კარვების გაშლის უფლება არ მისცა. თუმცა აქციის მონაწილეებმა მაინც მოახერხეს რამდენიმე კარვის გაშლა.

 

დაპირისპირების დროს, პოლიციამ ლამის გადაუარა ზაზა სარალიძეს და მის დედას, რის გამოც ისინი დროებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ საათში ისევ აქციაზე დაბრუნდნენ და განაცხადეს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ მანამ, სანამ ხელისუფლება სამართალს არ აღასრულებს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კარვების გაშლის აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც ზაზა სარალიძეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წერილი გამოუგზავნა და ლოკაციის შეცვლა მოსთხოვა, რადგანაც პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხის დადგმის სამუშაოები უნდა დაიწყონ.

 

 აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ საზოგადოება ფაქტობრივად დადგა ფაქტის წინაშე, რომ ხელისუფლება ხალხს არჩევანის გაკეთებას სთხოვს შვილმკვდარ მამებსა და ნაძვის ხეს შორის. სწორედ ამის გამო, სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა პეტიცია სახელწოდებით:"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!", სადაც მოქალაქეები ამბობენ, რომ არ სურთ საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტის წინ და მხარს უჭერენ შვილმოკლული მამების მშვიდობიან აქციას.

 

აქვე გაცმობებთ იმასაც, რომ ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ უკვე ოცამდე კარავია გაშლილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ კარვებს დარაჯობენ, რადგან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ დილით პოლიციამ ძალის გამოყენებით კარვები აშალოს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია