საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აღსრულების ეროვნული ბიუროს ტრენინგი რეგიონული მედიისთვის
2016/11/28 12:30:48

 

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეგიონული მედიისთვის 2დღიანი ტრენინგი, თბილისში ჩაატარა. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული მედიის დახმარებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აღნიშნული ბიუროს საქმიანობა, სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა, აღმასრულებლის საქმიანობა და პროცედურების მიმოხილვა. დიდი დრო დაეთმო მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის საქმიანობის გაცნობას, რომლის წარმომადგენლის თქმითაც,  ეს სამსახური ცდილობს, მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მოაგვაროს მოვალესა და კრედიტორს შორის ურთიერთობა. 


 ბიუროს წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ: "საზოგადოებამ არ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ გაუცნობიერებლად ვალის აღებას და როგორ და ვისი დახმარებით შეიძლება გაუმკლავდნენ შემდეგ ამას".  მათ ასევე აღნიშნეს, რომ ამ კუთხით საკმაოდ მცირე და უმნიშვნელო ინფორმაციას ფლობს საზოგადოება და მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის გამოსწორება.

 

საზოგადოებას უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აწვდის მსგავს საკითხებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდი http://nbe.gov.ge/?lang_id=GEO

 

ტრენინგი დასრულდა თავმჯდომარის, ბატონ სოსო ბაღათურიას გამოსვლით, რომელმაც აღნიშნა: " მოხარული ვარ, როცა ამ საკითხებით ინტერესდება მედია, განსაკუთრებით კი რეგიონული მედია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ჩვენი ძირითადი მიმართულების, სტრუქტურის შესახებ..."

 

მან ასევე ისაუბრა მის სურვილზე, რომ განახორციელოს კვირაში ერთხელ ან ორჯერ ბიუროში მისულ მიქალაქეებთან ვიდეო ჩართვა, რათა პასუხი გაეცეს მათ ყველა კითხვას. " მე გამოვხატავ მზაობას  ასეთი ჩართვების გაკეთებისთვის და ვეცდები, მომავალი წლიდან მოქალაქეებთან ურთიერთობის ეს ფორმაც დავგეგმოთ." 

 

ტრენინგი ჩატარდა 25-26 ნოემბერს და  მინაწილებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით  რეგიონული მედიის 30 წარმომადგენელი.მედია ტრენინგი გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

უფრო ვრცელ და საინტერესო მესიჯებს, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ, უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

 

მეგი კაკაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია