დღეს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე იმერეთის რეგიონს სტუმრობდა. მან მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა. პროექტი, რომელიც 3 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, მდინარის მარცხენა ნაპირზე დამბების მშენებლობას ითვალისწინებდა. სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის ღირებულება 400 000 ლარია.
წვიმის დროს ადიდებული რიონი ტიციან და გალაკტიონ ტაბიძეების სახლ-მუზეუმებს საფრთხეს უქმნიდა, თუმცა, გადაუღებელი წვიმების დროს ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობაც სერიოზულად დააზარალა.