დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვახტანგ ბალავაძე: „საინტერესოა, ესენი მერს ეძებენ, თუ მდივანს?!”
2013/05/12 10:00:40

იჩაგრება თუ არა „ოცნება“ ქუთაისის მერის არჩევის პროცესში?

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტატო კომისიის წევრებს უნდობლობას უცხადებენ. ეს საკითხი  მწვავე განხილვის საგანია, რადგან, როგორც ირკვევა, ნებისმიერი ცვლილება, რაც მოხდება თვითმმართველობაში –სპეციალისტების დანიშვნა, არდანიშვნა ახლადშექმნილი კომისიის კომპეტენციაში შედის და „მუდმივმოქმედობის“ სახელწოდებას ამართლებს. ისმის კითხვა, რამდენად სამართლიანად მოხდება ახლანდელი მერის არჩევა. ასევე საინტერესოა, კომისიამ რა მოთხოვნები წამოაყენა მერის ვაკანტურ თანამდებობაზე. გთავაზობთ ამონარიდს მოთხოვნილი კრიტერიუმებიდან.

„საგანმანათლებლო ხარისხი - ბაკალავრი; სამუშაო გამოცდილება - 5 წელი, სასურველი ასაკი - 18-დან 65 წლამდე; სამართლებრივი აქტების ცოდნა; კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office Word (ძალიან კარგად); ენები: ენა ქართული - ძალიან კარგად.“

ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რაც ქუთაისის მერობის მსურველებმა უნდა დააკმაყოფილონ.

შეგახსენებთ,  კომისია შვიდწევრიანია - საკრებულოს დეპუტატებით და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული.

კომისიის შემადგენლობაში არიან არასამთავრობო ორგანიზაციის „საჩინოს“ ხელმძღვანელი ზურაბ ხურციძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების „ჩემი საქართველოს“ და „ინავრას“ წარმომადგენლები გელა მშვენიერაძე და ნინო დვალიშვილი. იმერეთის ჟურნალისტთა კლუბის ხელმძღვანელი ნესტან ნებურიშვილი. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტეტებს, კომისიაში შედიან: მამუკა მღვდელაძე (ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე), რომელიც კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. კომისიის წევრთა შემადგენლობაში მოხვდა „პატრიოტი“ კახა ნემსიწვერიძე. კომისიის თავმჯდომარედ კი საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილია.

კომისიას უნდობლობას უცხადებს იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე, როგორც „p.s.”-თან საუბრისას ბალავაძე აღნიშნავს, რომ მერის არჩევის სამართლიანობაზე ვერაფერს იტყვის, რადგან კომისიის წევრების შემადგენლობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

„კომისია შედგება ვიწროპარტიული ჯგუფისგან, არსებობს კითხვის ნიშნები კომისიასთან და საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომისია ვიწროპარტიულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან „ქართული ოცნება“ ერთი კაცით არის წარმოდგენილი და ეს გახლავთ მამუკა მღვდელაძე, აქ გადამწყვეტი ხმა არ ექნება „ქართულ ოცნებას“, „გაპრავების“ მომენტი გამოდის. „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის მუშაობაში არ მონაწილებობს. შემოთავაზება რომც ყოფილიყო, ისინი უარს იტყოდნენ, რადგან მომავალი მერის საქმიანობაზე სრული პასუხისმგებლობა ამ ვიწროპარტიულმა ჯგუფმა უნდა აიღოს.“ – აცხადებს ბალავაძე.

გუბერნატორი იმასაც აღნიშნავს, რომ კომისიის შემადგენლობაში არ აღმოჩნდნენ საზოგადოებისთვის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიც არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ და ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებები. მან ასევე ჟურნალისტებს მიგვითითა, გავცნობოდით კონკურსის მოთხოვნებს.

„საუბარია ბაკალავრის დიპლომზე და მხოლოდ ქართული ენის ცოდნაზე, საინტერესოა, ესენი მერს ეძებენ თუ მდივანს?!”- აცხადებს ბალავძე

ასევე  გუბერნატორი აქცენტს აკეთებს ზოგადად კომისიის „მუდმივმოქმედობის“ საკითხზეც, რადგან ნებისმიერი ცვლილება, რაც მოხდება თვითმმართველობაში ამიერიდან  ახლადშექმნილი კომისიის კომპეტენციაში შედის. ბალავაძე კი თვლის, რომ ეს  ცალკე პრობლემურ საკითხად რჩება.

აღნიშნულ საკითხზე „p.s.“ ესაუბრა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რომელიც ამავე დროს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეცაა.

„მე მაქვს პრეტენზია, რომ გუბერნატორს აქვს პრეტენზია. „ნაცმოძრაობას” არ აქვს მორალური უფლება, რომ რაიმე სახის პრეტენზია ჰქონდეს კომისიასთან, კარგად გვახსოვს, როგორ შეარჩიეს მერი. ერთი კანდიდატურა შესთავაზეს ქალაქს და კანონდარღვევით დაამტკიცეს. 47 განაცხადია შემოსული, ე.ი. ნდობა არსებობს. ინგლისურის ცოდნა თუ გადამწყვეტი იქნება, მაშინ მივიღებდით ინგლისურის სპეციალისტს, რომელსაც შესაძლებელია, ნაკლები უნარ-ჩვევები ჰქონდეს მართვაში და მენეჯმენტში. ბაკალავრის დიპლომზე რა უნდა ვთქვა, ისინი უბრალოდ მიზეზებს ეძებებენ, ვინც არის დაინტერესებული გაგვაკრიტიკოს, ის ყოველთვის იპოვის ამის მიზეზს. 18 წელი ქვედა ზღვარი შეიძლება არ უნდა ყოფილიყო, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს კომისიის შეცდომაა. ბატონ გუბარნატორს მინდა მადლობა განვუცხადო, რომ ასეთი მზრუნველია „ოცნების“ მიმართ. მე, როგორც ერთი წევრი, ვცდილობ თავი არ დავიჩაგრო.” - ამბობს მღვდელაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1356
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია