დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი
განათლების სამინისტრო მეტად იზრუნებს”აიფონებში” და ”აიპადებში” ჩამძვრალი თაობის ფიზიკური აქტივობის გაძლიერებაზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/01/16 12:50:39

დღეს თბილისში, 103-ე სკოლის ახალი შენობის გახსნას პრემიერმინისტრი, განათლებისა და სპორტის მინისტრები ესწრებოდნენ.


აქ მდებარე ძველი ავარიული შენობა სამი წლის წინ დაანგრიეს და მის ადგილზე ახალი აშენდა. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზეც.

 

გიორგი კვირიკაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ახალი პროექტის ჯანსაღი თაობის დაწყების შესახებ განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, პროექტი ყველა სკოლაში განხორციელდება. პირველი მემორანდუმი კი განათლების და სპორტის სამინისტროებმა 103-ე საჯარო სკოლასთან გააფორმეს.

 

პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.


 "ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში. ამიტომ ჩვენ გვინდა დღეიდან ყველა ბავშვს, ყველა სკოლას შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან, ასევე სპორტის სამინისტროსთან, სპორტულ ფედერაციებთან შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის განსაკუთრებული ფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომელშიც ყველა ბავშვი იქნება ჩართული - განაცხადა პრემიერმა.


განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ასევე ხაზი გაუსვა ჯანსაღი ცხოვრების წესის სკოლებში დანერგვის აუცილებლობას და ისაუბრა  ”აიფონებში დააიპადებში”  ჩამძვრალი თაობის ფიზიკურ აქტივობ გაძლიერებაზე. „ ჩვენ ვაპირებთ სკოლის ბაზაზე არამარტო ფიზკულტურის გაკვეთილით, არამედ მის გარეთაც შევქმნათ მოტივი ყველა ბავშვისთვის, რომ იყოს აქტიურად ჩართული სპორტში“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია