საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მიუხედავად ფატალური შემთხვევებისა, ეპიდემიაზე საუბარი არ არის - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/12/24 16:12:26

 

 საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ე.წ. ღორის გრიპზე საუბრისას  განაცხადა, რომ თუკი სიმპტომები სწრაფად იწყება, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია არა თვითმკურნალობას, არამედ უნდა მიმართოთ ექიმს.


მინისტრის თქმით, მიუხედავად ფატალური შემთხვევებისა, ეპიდემიაზე საუბარი არ არის.

 

„ჩვენ გვაქვს გაწერილი ბოლო 3 წლის პროტოკოლი, რომლითაც მონიტორინგს ვაკეთებთ. საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ და ოჯახის ექიმებს ავტომობილებით უზრუნველვყოფთ. თუმცა მოსახლეობას მინდა, მივმართო, რომ თუკი სიმპტომები სწრაფად იწყება, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ არა თვითმკურნალობას, არამედ ექიმს მიმართონ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

ცნობისთვის, დღეს აჭარაში გრიპის ვირუსით დღეს 53 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 365
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია