ცენტრალური ბიუჯეტიდან ქუთაისისთვის დამატებით 2 მილიონ 220 ათასი ლარი გამოიყო. ქალაქის ბიუჯეტში შესული ცვლილებები საკრებულომ დღეს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, თანხის დიდი ნაწილი მილიონ 620 ათასი ლარი ქუთაისში ექვს ქუჩაზე გზის კაპიტალურ შეკეთებას მოხმარდება. დანარჩენი 6 ათასი ლარი კი ხარაზოვის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული “ნიღბების თეატრის“ შენობის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება.
"ორ მილიონ ლარზე მეტი მოგვცა ხელისუფლებამ. პროექტები უკვე შედგენილია და სამუშაოები მალე დაიწყება" – აცხადებს ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ მაკარიძე.