სუბსიდიების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილედ 3 სექტემბერს მაკა ხეცურიანს წარადგენენ. 2009 წლის მაისში სუბსიდიების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის, ფიქრია ბერაძის გათავისუფლების შემდეგ ამ თანამდებობაზე მისი მოადგილე აპოლონ ფოჩხუა გადავიდა. მოადგილის თანამდებობა ვაკანტური ოთხი თვის განმავლობაში იყო.
მაკა ხეცურიანი სააგენტოში არასამთავრობო სექტორიდან გადმოვა, უფრო ადრე კი ის ქუთაისის თვითმმართველობის ეკოლოგიურ სამსახურში მუშაობდა.
(სურათზე მაკა ხეცურიანი)