დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ააფეთქეს ლედი ტუკვაძის მანქანა?
2010/02/25 15:20:36

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ადვოკატ ლედი ტუკვაძის ავტომანქანა ააფეთქეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, ადვოკატის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა, სადაც ლედი ტუკვაძის BMV-ს მარკის ავტომანქანა იდგა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ლედი ტუკვაძის აზრით, მომხდარი ფაქტი მის საადვოკატო საქმიანობას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ ადვოკატის პირად ცხოვრებაშიც მოხდა ცვლილება. იგი მეუღლეს დაშორდა, საზოგადოებაში პირად ანგარიშსწორებაზეც გაჩნდა ეჭვი, თუმცა ლედი ტუკვაძე  მსგავს ფაქტს გამორიცხავს.

ლედი ტუკვაძე: „ჩემი საადვოკატო მუშაობის პერიოდში ბევრი ყაჩაღის და კრიმინალის ადვოკატი ვყოფილვარ. მე მათ და სხვებსაც მინდა ვუთხრა, რომ მართალია ბევრი ინფორმაცია ვიცოდი, მაგრამ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში დავივიწყე. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი და ამ საქმეს თუ არ გამოიძიებენ, საქართველოში აღარ გავჩერდები.“

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე იმ დღესვე აღიძრა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია