დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ გაოცებულნი ვართ...“
2012/09/26 14:29:02

საფრანგეთის საელჩომ საქართველოში გაარცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილის ბ-ნ ვენსან ფლორეანის განცხადება ქართულ ტელეარხებზე გავრცელებული ჩანაწერის თაობაზე, რომელიც გოგა ხაინდრავასა და კანონიერ ქურდ ნუგზარ ლორთქიფანიძის შეხვედრის ფაქტს ასახავს. ვიდეოჩანაწერი საფრანგეთის შსს-მ ქართულ მხარეს გადმოსცა. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს.

საქართველოსაფრანგეთის საგამოძიებო საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება 

ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის. 

საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არავითარ შემთხვევაში არ გაუცია, რისი უფლებაც, სხვათა შორის, მას არ გააჩნია. 

წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს. 

საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.“

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1384
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია