დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია ახალდაქორწინებულთა ოჯახებს ერთჯერად 500-ლარიან დახმარებას სთავაზობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/01/21 12:34:09


ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი ახალდაქორწინებული წყვილების წახალისებაა გათვალისწინებული


ეს ფაქტი კი გულისხმობს შემდეგს: ქუთაისში მცხოვრები და რეგისტრირებული ახალდაქორწინებული წყვილები, რომელთაგან ერთს მაინც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მერიისგან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ. 

პროექტი ითვალისწინებს, რომ წყვილმა თანხის მისაღებად ქორწინებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, წერილობით უნდა მიმართოს ქალაქის მერს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წყვილის პირადობის მოწმობები, ქორწინების მოწმობა და საბანკო რეკვიზიტები.

 

ეს პროგრამა ახლახანს ამოქმედდა და ჯერ არავის უსარგებლია, თუმცა მერიის სოციალური სამსახური მზადაა განცხადებების მისაღებად. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია