დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„უნდა ვამხილოთ, რომ აქეთ არ დაგვიჭირონ...“
2012/02/20 12:40:02

„ასა“-ს მორიგი ბრალდებები წყალმომარაგებასთან დაკავშირებით

 

ასოციაცია „ასა“-ს ხელმძღვანელმა ზაზა ხელაძემ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისში, ქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, მორიგი საჯარო შეხვედრა გამართა. მან ყურადღება კვლავ იმ პრობლემებზე გაამახვილა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიაში დღეს არსებობს - გამრიცხველიანება და ტარიფის გაზრდა. როგორც ზაზა ხელაძემ ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, პროექტ „მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში ქალაქს 22 000 მრიცხველი აჩუქეს, თუმცა საჩუქარი მოსახლეობას უფასოდ არ მიუღია და მასში მათ 100 ლარს სთხოვენ.

„ეს რომ კრიმინალია, ამაზე საუბარი უკვე ზედმეტია. პროექტის ფარგლებში გვაჩუქეს 22 000 მრიცხველი, ხოლო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მოსახლეობას მხოლოდ 7 800 მრიცხველი გადასცა, ჩვენ ამ საქმის ბოლომდე გამოძიებას ვაპირებთ და, შესაძლებელია, სასამართლოში ვუჩივლოთ, რადგან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ დანაშაული იცი და მას არ ამხელ, აქეთ გიჭერენ. სწორედ ამიტომ, ისინი უნდა ვამხილოთ.“

ასოციაცია „ასა“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობს და ცდილობს, აღნიშნული საკითხი ბოლომდე გამოიძიოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია