დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი კოპალიანი: „თუ თავად არ შეუძლიათ ასეთი მარტივი რამის გაკეთება, მე თავად გავაკეთებ ვებ-გვერდს
2013/06/24 16:01:40

ქუთაისის მერი მერიის  პრესსამსახურს მუშაობას უწუნებს

დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერიის პრესსამსახურის საქმიანობის გადახედვას აპირებს. მისი თქმით, ოპტიმიზაციის ფარგლებში, გადაიხედება პრესსამსახურის არამხოლოდ შემადგენლობა, არამედ მისი ფუნქციებიც. კოპალიანის განმარტებით, საჭიროა ამ კუთხით მეტი გააქტიურება და მობილიზებული მუშაობა. 

„გასულ კვირას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპორტულ ასპარეზობაზე ვიყავი და არც ერთი ჟურნალისტი არ მოვიდა. პრესსამსახურმა ვერ მოახერხა მათი ინფორმირება. გარდა ამისა,  პრობლემებია ქუთაისის მერიის ვებ-გვერდთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა არ განახლებულა. ეს, უბრალოდ, სირცხვილია. თუ თავად არ შეუძლიათ ასეთი მარტივი რამის გაკეთება, მე თავად გავაკეთებ ვებ-გვერდს.  აუცილებელია, მეტი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების,“ – განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

რეორგანიზაციის ფარგლებში, პრესსამსახურში საკადრო ცვლილებები უკვე დაწყებულია. როგორც სამსახურში  ამბობენ, ბრძანება გათავისუფლების შესახებ, ჯერჯერობით, არც ერთ თანამშრომელს არ  მისვლია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გათავისუფლებულთა სიაში მოხვდა  პრესსამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი თეონა ჭეიშვილი. ჯერჯერობით, თანამდებობაზე რჩებიან პრესსამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე და განყოფილების მთავრი სპეციალისტი დავით ლიკლიკაძე.

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის დასრულებას ორი თვის ვადაში ვარაუდობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია