საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისს მაღალი რანგის უცხოელი სტუმრები ეწვევიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/07/11 01:10:05

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს  ეწვევიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი; ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი;  იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ ბეიკერი;  გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი; ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი; ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა.

 

"BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2412
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია