დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად
სასწრაფოს ექიმებისთვის მთავარი გამოწვევა პაციენტის მხრიდან ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების დამალვაა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/06 22:19:48

 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც მედპერსონალს დღევანდელ რეალობაში აქვს. მთავარ გამოწვევად პაციენტის მხრიდან ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების დამალვა დასახელდა. ექიმების თქმით,  ხშირია შემთხვევა, როდესაც მათთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება.


შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის გახორციელებისას ზუსტად ავსახოთ ჩივილები და დავაფიქსიროთ, თუ გვაქვსეჭვი, რომ ვართ კოვიდინფიცირებული.


იკვეთება ფაქტორები, როდესაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება მისამართზე მისვლა იმ იდენტიფიცირებით, რომელიც აუცილებლად საჭიროა მოხდეს ზარის განხორციელების მომენტში. მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის განხორციელებისას გავითვალისწინოთ ეს და ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, რომელიც გვაქვს და უნდა დავაფიქსიროთ, თუგ ვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფექციით დაავადებული და თუ ჩვენ გვაქვს სიცხე. ასეთ შემთხვევაში ეკიპაჟი მოახდენს სრულ აღჭურვას და მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ. - განაცხადაეკატერინე ტიკარაძემ.


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სასწრაფოს ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე მიდის შესაბამისი აღჭურვილობით, ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში კი ექიმები იყენებენ სპეც ეკიპირებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პაციენტმა, სასწრაფოს გამოძახებისას სრულყოფილად დააფიქსიროს სიმპტომები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია