დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრმა სკოლებიდან „გაგდებულებს“ და „გამგდებლებს“ შესარიგებლად 3 კვირა მისცა
2012/11/01 15:51:48

დღეს საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ის მიმართავს განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებს და იმ პირებს, რომლებიც ბოლო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით იქნენ განთავისუფლებულნი სკოლებიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მათ გამონახონ საერთო ენა და 2-3 კვირის განმავლობაში ერთმანეთთან მოაგვარონ შექმნილი პრობლემები.

psnews.ge სრულად გთავაზობთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვის ტექსტს.

„მე კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას ჩვნი საზოგადოებისთვის. საქართველოს პირველ ოქტომბერს შეძლო და დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. ჩვენ ყველანი მოვდივართ იმ გარემოდან, რომელშიც იყო ავტოკრატული მმართველობა. ამ ავტოკრატული მმართველობის პირობებში ბევრი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით იყო დევნილი. მათ შორის ძალიან ბევრი იყო განათლების სისტემის მუშაკი. მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რასაც ჩვენ რამდენიმე დღეა ჩვენ ვაცხადებთ: ეს არის ის, რომ მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ნაწილისგან, პედაგოგებისგან, ლექტორებისგან, დირექტორებისგან, იმ ხალხისგან, ვინც ზრდის მომავალ თაობას, ველით იმას, რომ ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომლის შედეგადაც, სამწუხაროდ, ეს ხალხი იყო დაპირისპირებული, ეს იქნება მოგვარებული საზოგადოების შიგნით. ამ თვალსაზრისით მე ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნილ ადამიანებს აღუდგენენ მათ სამსახურეობრივ უფლებებს. ეს პროცესი არ გადაიზრდება დაპირისპირებაში, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, სადაც იზრდება ახალი თაობა.

ჩვენ ველით, რომ ის კომისია, რომლის შექმნასაც ჩვენ ვგეგმავთ, არ გვექნება შესაქმნელი იმიტომ, რომ ეს პროცესი მთლიანად მოგვარდება საზოგადოების მიერ. იმ ნაწილისთვის, ვინც ვერ მორიგდება, ბუნებრივია, ჩვენ შევქმნით საგანგებო კომისიას, სადაც შევლენ სამინისტროს წარმომადგენლები, საზოგადოების პატივცემული წარმომადგენლები. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ მომავალი ორი-სამი კვირის განმავლობაში ეს პროცესი სრულიად მოგვარებული იქნება თვითონ პედაგოგების, დირექტორების, ლექტორების, რექტორების, დეკანების მიერ და ჩვენ არ მოგვიხდება ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართვა.

მე მოგიწოდებთ, რომ ეს გააკეთოთ იმ ხალხის გამო, ვიზეც თქვენ ყველაზე მეტად ზრუნავთ: ბავშვების გამო, სტუდენტების გამო, რომ მათ იცხოვრონ ბევრად უფრო შერიგებულ საზოგადოებაში. ჩვენ აღარ ვაკეთებთ საზოგადოების სეგრეგირებას პოლიტიკური ნიშნით და ეს პირველ რიგში უნდა დაიწყოს სასწავლო სისტემიდან.“

 (ბ.ი)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია