დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის ვიცე გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა
2013/04/08 16:44:49

 დღეს, იმერეთის ვიცე გუბერნატორი გოჩა თევდორაძე თანამდებობიდან გადადგა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. Aამ გადაწყვეტილების ძირითად მოტივად კი გასულ კვირაში ახალი პოლიტიკური პარტიის, ’’საქართველოს პატრიოტთა ალიანსის’’ დაარსება დაასახელა, რომლის ლიდერადაც იმერეთში იგი დაინიშნა.

           ‘’მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პირველი მოადგილის თანამდებობა და სათავეში ჩავუდგე ახალ პოლიტიკურ ძალას - 10კაციანი შემადგენლობით. დაგეგმილი გვაქვს ქალაქზე ზრუნვა, ჩვენი პარტია ითვალისწინებს სხვადასხვა მიდგომებს, რადიკალური ცვლილებები უნდა შევიტანოთ მთელ რიგ საკითხებში. მე ვთვლი,რომ ჩვენმა კოლეგებმა უნდა იზრუნონ გუშინდელი რეალობის შენარჩუნებაზე;

 გუბერნატორი და მისი მოადგილე განსხვავებულ პოზიციაზე რომ არ ვყოფილიყავით  ,სწორედ ამიტომ დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება. მე მხარს ვუჭერ ცვლილებებს და არ გამოვრიცხავ ქალაქის მერის შეცვლასაც...’’- განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

   გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გუბერნატორი აპირებდა თანამდებობიდან მის გადაყენებას და ამ გადაწყვეტილებით მან დაასწრო, გოჩა თევდორაძემ სასტიკად უარყო. მისი თქმით, აღნიშნული პარტია ხუთშაბათს ჩამოყალიბდა,ხვინაიდან პარასკევი სამუშაო კვირის ბოლო დღე იყო, თავი შეიკავა და მხოლოდ დღეს მოაწერა ხელი განცხადებას გუბერნატორმა.ხთევდორაძემ ასევე უარყო პრეზიდენტთან კონსულტაციის გავლის მცდელობა.

     ‘’მე აქტიურ პოლიტიკაში ვიყავი და ყოველთვის ვიქნები,ეს ჩვენი პარტია კი ახალი იდეებით არის აღჭურვილი, მეც განვაგრძობ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისათვის ზრუნვას,თუმცა უფრო მეტი დრო მექნება ჩემი ოჯახისათვის’’-დანაცხადა გოჩა  თევდორაძემ.                                              

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია