დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიას საბინაო ფონდის შექმნისკენ მოუწოდებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/11 13:40:09

სოციალურად დაუცველებმა და იპოთეკით დაზარალებულებმა, პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრებთან ერთად დღეს ქუთაისის მერის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერს ქუთაისში საბინაო ფონდის შექმნისკენ და მოსხლეობაზე ზრუნვისკენ მოუწოდებენ.


"მივმართავთ ქუთაისის მერიას გაზარდოს საბინაო ფონდი, როგორც ეს განვიარებულ ქვეყნებშია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს. მოქალაქეს, რომელსაც სახლი დაეწვება თუ იპოთეკარი გამოაგდებს ბინიდან მერიამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი ფართებით დაკმაყოფილება უნდა მოახერხოს. ბიუჯეტის ათას სისულელეში ხარჯვას, ჯობია ხალხისთვის სასარგებლო საქმე გააკეთონ. ადგილობრივ ხელისუფლებას მისი მოქალაქეების ბედი უნდა აწუხებდეს"–განაცხადა გოგი წულაიამ.


ბრალდებებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიამ კომენტარი არ გააკეთა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია