დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ომის ვეტერანები საფიჩხიის ძმათა სასფლაოზე შეიკრიბნენ
2013/05/09 14:19:46

ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით ომის ვეტერანები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საფიჩხიის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

საფიჩხიის სასაფლაოზე 810 სამამულო ომში დაღუპული ჯარისკაცია დაკრძალული.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო ყველა ვეტერანს დღევანდელი დღე – გამარჯვების დღე ფაშისტურ გერმანიაზე. პატივი მივაგეთ ჩვენ ამ ომში დაღუპულ გმირების ხსოვნას. აქ დაკრძალული არიან ის ვეტერანები, რომლებიც 68 წლის უკან იბრძოდნენ ფაშიზმის დასამარცხებლად. ჩვენც ვუერთდებით მათ გამარჯვებას. ალბათ, უფრო მეტი ყურადღებაა მათ მიმართ საჭირო და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.“ – განაცხადა კახა ნემსიწვერიძემ, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ.

შოთა სვანიძე, სამამულო ომის ვეტერანი, ვიცე-პოლკოვნიკი: „დღევანდელი დღის აღნიშვნა დიდი სტიმულია იმ ხანდაზმულებისთვის, ვინც ემსახურებოდა საბჭოთადროინდელ თავდაცვის სამინისტროს. მე მეამაყება ჩემი ახალგაზრდობა, როდესაც ვმსახურობდი ციმბირში.“ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია