დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
10 მაისს ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება
2013/05/08 12:52:39

მიმდინარე წლის 10 მაისს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 5“, რის გამოც 1000 საათიდან 1700 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქ. ქუთაისის ნაწილს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით კომპანია პროფილაქტიკურ სამუშაოებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში სისტემატურად ატარებს.

ქვესადგურში „ქუთაისი 5“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ახალგაზრდობის გამზირს, მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 3000 აბონენტს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია