დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა კავშირი აქვს თამბაქოს კონტროლს სოფლის სტადიონებთან?
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/05/03 01:54:00

"თამბაქოს კონტროლის  შესახებ" კანონონ-პროექტი საქართველოს პარლამენტმა II მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის ინიციატორი არის პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.


ამ კანონპროექტით მკაცრად იკრძალება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, საჯარო სივრციდან მოწევა დაშვებული იქნება მხოლოდ რამდენიმე ობიექტში, მათ შორის, სამორინესა და სიგარაბარში, თუმცა, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ სალიცენზიო პირობებს. თამბაქოს მოწევა ასევე აიკრძალება ღია სივრცეებში და სტადიონებზე.


აღნიშნული კანონპროექტის განხილვამ I სასესიო სხდომაზე პარლამენტშიც და საზოგადოებაშიც გაურკვევლობა განოიწყვია, თუმცა გუგული მაღრაძის განცხადებით, პროექტის დახვეწის მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო შეხვედრები მთავრობის წევრებთან.

 

 

რა ფორმით და როდიდან შევა  "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი ძალაში ეს მომდევნო სასესიო კვირაში  გადაწყდება,როდესაც კანონ პროექტს პარლამენტის III მოსმენაზე გაიტანენ დასამტკიცებლად.


"თამბაქოს  კონტროლის შესახებ" კანონპროექტის განხილვამ ირაკლი კობახიძეს დამატებითი საფიქრალი გაუჩინა. პარლამენტის თავჯდომარემ გუგული მაღრაძესათან კამათისას განცხადა, რომ სოფლებში სტადიონები არ არის. რადგან მისი აზრით, სტადიონი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ  ისეთ სპორტულ სივრცეს, სადაც ტრიბუნებია.


აღნიშნულ თემზე საუბარი გამოიწვია პარლამენტის სხდომაზე განსახილველად გამოტანილმა საკითხმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ " საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".

 

ამ კამომპროექტის დამტკიცების შემთხვევაში  სტადიონებზე და მსგავს ღია სივრცეებში სიგარეტის მოწევა  აიკრძალება. 


კანონპროექტის ავტორი არის  საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია