დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აფხაზური მხარე: ვმო-ს შეთანხმება აფხაზეთის დამოუკიდებლობის გაუქმებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯია
2011/11/08 14:11:17

სეპარატისტულ აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება მდინარე ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის დამყარების შესახებ აფხაზეთის ე.წ. ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. საერთაშორისო მონიტორინგს აფხაზეთში მოქმედი რესპუბლიკური პარტია „სახალხო ერთიანობის ფორუმი“ და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე ე.წ. ვეტერანების პარტია „არუაა“ აპროტესტებენ. სეპარატისტები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება აფხაზურ მხარესთან წინასწარი კონსულტაციის გამართვის გარეშე მიიღო, ვინაიდან ყოველივე ეს „აფხაზეთის სუვერენიტეტთან არის პირდაპირ კავშირში“. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. 

„სავარაუდო საერთაშორისო მონიტორინგმა არავინ შეცდომაში არ უნდა შეიწყვანოს. საქართველო ცდილობს არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გაკონტროლებას, არამედ ამ დამოუკიდებელი ტერიტორიების თავისი იურისდიქციის ქვეშ დაბრუნებას. ამით იქმნება პრეცედენტი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის დადაბლებისა და ამის გარანტად საერთაშორისო არენაზე რუსეთის ფედერაცია გამოდის", _ნათქვამია "სახალხო ერთიანობის ფორუმის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ვეტერანთა პარტია კი საქართველოსა და რუსეთს შორი მიღწეულ ამ შეთანხმებას "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გაუქმებისკენ მიმავალ გზაზე ქართული მხარის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯად" აფასებს. 
ვეტერანები ე.წ. ქვეყნის ხელისუფლებისგან "მიმდინარე მოვლენების შეფასებასა და აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვისაკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ".

ghn.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია