დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"წამყვანის მიერ დავით ნარმანიას წარმომავლობაზე გაკეთებული აქცენტი დისკრიმინაციულია" - MDF-ის განცხადება გადაცემა PS-სთან დაკავშირებით
2017/02/13 19:28:46
მედიის განვითარების ფონდმა კვირას, 12 თებერვალს რუსთავი 2-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაგაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"კვირას, 12 თებერვალს რუსთავი 2-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის” ეთერში გასული სიუჟეტი მერიის მიერ ქალაქში დამონტაჟებულ საზოგადოებრივი საპირფარეშოების გაუმართაობას ეხებოდა და ჩვენი აზრით, ქალაქ თბილისის მერის, დავით ნარმანიას გეოგრაფიული წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციას ახდენდა.

სიუჟეტის დასასრულს გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ დასკვნის სახით შემდეგი განცხადება გააკეთა: „ალბათ, დავით ნარმანიას დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში ჰგონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე."
 
ვთვლით, რომ წამყვანის მიერ დავით ნარმანიას წარმომავლობაზე გაკეთებული აქცენტი დისკრიმინაციულია. მსგავსი პარალელის გავლება ქალაქის მერის წარმომავლობასა და არსებულ პრობლემას შორის წინააღმდეგობაშია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს შეუწყნარებლობას „გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე."
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია