დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
27 იანვარს ქუთაისს გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 კონგრესის მონაწილეები ესტუმრებიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/01/18 15:22:35

საქართველოს დედაქალაქი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონგრესს მასპინძლობს. ამ კონგრესის ფარგლებში, სტუმრები 27 იანვარს ქუთაისს ეწვევიან.


ამ დღეს ქუთაისის ტურიზმის ცენტრი, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. 180 გიდი და ტუროპერატორი ეწვევა ქალაქს, გაეცნობა მის ტურისტულ პოტენციალს და მოინახულებს ტურიზმის ცენტრს. გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, მასპინძელი ქვეყანა ინიშნება არჩევნების მეთოდით. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ფედერაციის წევრი ქვეყნის დელეგატები, ჯამში 90-მდე ქვეყანის წარმომადგენელი.

 

საქართველოს კანდიდატურამ აღნიშნული გამარჯვება ტაილანდისა და ნიუ-იორკის წინააღმდეგ მოიპოვა 2017 წელს. აღსანიშნავი და ხაზგასასმელია ღონისძიების მასშტაბები, რადგან საქართველოს ტურიზმის სფეროს ისტორიაში, ქვეყანა პირველად მასპინძლობს მსგავსი მასშტაბების ღონისძიებას, რომლის ხანგრძლივობა უპრეცედენტოდ დიდია და შეადგენს 2 კვირას. კონგრესს ესწრება 300 ტურისტული გიდი და სფეროს ექსპერტი მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა ამიერკავკასიასა და პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში (გარდა ესტონეთისა), რომელსაც მიეცა საშუალება ემასპინძლა ამ ღონისძიებისთვის. გარდა კონგრესის ძირითადი სამუშაო ნაწილისა, რომლის ხანგრძლივობაც გახლავთ 5 დღე, ღონისძიება მოიცავს კონგრესის პრე და პოსტ ტურებს, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მას და ემსახურება ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის და რეგიონების პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.

 

პრე-ტურის ფარგლებში მონაწილეები 3 დღით მიემართებიან მცხეთისა და კახეთის რეგიონებში, რათა გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ქართულ მეღვინეობასა და ტრადიციებს. ესტუმრებიან გორს, ბორჯომს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, მონაწილეები ასევე 5 დღეს დაჰყოფენ დასავლეთ საქართველოში, სადაც ისინი მოინახულებენ წყალტუბოს, ქუთაისს, ბათუმსა და მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიებს. ღონისძიების წარმატებით ჩატარების შედეგად, საქართველო გაიმყარებს პოციზიებს, როგორც MICE ტურიზმისთვის განკუთვნილი ერთერთი საუკეთესო დესტინაცია. გარდა ამისა, მოხდება საქართველოს რეგიონებისა და სხვადასხვა ტურისტული დესტინაციების პოპულარიზაცია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია