დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერობა თბილისელებს სურთ
2013/05/07 16:15:43

ვრცელდება ახალი ინფორმაცია ქუთაისის მერობის კანდიდატების რაოდენობასთან დაკავშირებით. საკრებულოს ახლადშექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მღვდელაძის თქმით, მერის ვაკანსიაზე ამ დროისთვის შემოსულია 30-მდე განცხადება, რომელთაგან უმრავლესობა თბილისში მაცხოვრებელია.

„სამწუხაროდ, ქუთაისელები არ გვწყალობენ,“ – ამბობს საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერის არჩევის  მიზნით ქუთაისის საკრებულოში 1 მაისს შეიქმნა მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ქალაქის თავს კონკურსის წესით ორი კვირის ვადაში შეარჩევს. შერჩეულ კანდიდატურას ქალაქის საკრებულო დაამტკიცებს.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია