დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლები:"მათ მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ ჩვები პრობლემები"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/06/05 23:57:33

 

ზვიად გამსახურდიას მეორე ჩიხში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მოქალაქეები აღნიშნული ქუჩის  სამანქანო გზის მოწესრიგებას  და კანალიზაციის სისტემის  გაყვანას  ითხოვენ. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას  უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ,რომ ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსსენდება მათი პრობლემები.


"წლებია, ამ მდგომარეობაში ვცხოვრობთ. სოფელშიც არ იქნება ასეთი  ცუდი გზა. საკუთარი ავტომობილებით გადაადგილებაც კი გვიჭირს. ტაქსი ან სასწრაფო რომ დაგვჭირდეს, გზის გამო ვერ უნდა გამოვიძახოთ? მერიას რამდენჯერმე მივმართეთ,მაგრამ ჯერ ცენტრალურ გზებს უნდა მივხედოთო, თქვენ მეორეხარისხოვანი ხართო. მათ მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ ჩვები პრობლემები"-განაცხადა აგდილობრივმა მკვიდრმა თამარ ცუცქირიძემ


აქციას შეუერთდნენ  "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის  წევრებიც. "მოვუწოდბთ ქალაქის მერს, შოთა მურღულიას, და შესაბამის სამსახურებს, რომ გამოვიდნენ მოსახლეობასთან და შეუსრულონ წინასაარჩევნო დაპირება გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლებს."-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბექა ქვაჩაკიძემ.


 

მერიაში კი აცხადებენ,რომ ვიდრე  კანალიზაციის სისტემის მოწყობა არ  მოხდება, რომელიც უკვე დაგეგმილია, მანამდე გზის დაგება  ვერ მოხერხდება.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18615
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია