დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველს მოუსმენს
2013/04/16 18:42:10

დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის ანგარიშს უმრავლესობის წარმომადგენლები მოუსმენენ. ეკა ბესელიას განცხადებით, ანგარიშიდან რამდენიმე საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ.

„პირველად მოვისმენთ ციხეში პატიმართა არადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებს, და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ადამიანის უფლებების დარღვევებს. მეორე ეტაპზე კი განვიხილავთ ლაფანყურის ეპიზოდსა და აქ გამოვლენილ დარღვევებს“. - განაცხადა ბესელიამ.

დღევანდელი განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უკვე 18 აპრილს მოუსმენს ომბუდსმენს. ამ შეხვედრას უმრავლესობასთან ერთად უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ნანუაშვილის ანგარიშს დეტალურად განიხილავს და დადგენილების პროექტსაც მოამზადებს. აღნიშნულ პროექტში ყველა ის რეკომენდაცია აისახება, რომელიც შემდეგში სხვადასხვა უწყებებმა უნდა გაითავლისწინონ. დადგენილების პროექტს კომიტეტი პარლამენტარებსაც წარუდგენს სესიაზე განსახილველად და პარლამენტარები იმსჯელებენ დაუჭერენ თუ არა მხარს წარმოდგენილ რეკომენდაციებს.

„საინტერესო განხილვა გველოდება, ეს იქნება სრულიად ახალ ფორმატში ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენა. პარლამენტი ამ ანგარიშს მოისმენს არამხოლოდ როგორც ფაქტს, არამედ რეალურად მოხდება განხილვა და რეალურად მოხდება ფაქტებზე რეაგირება“. - ამბობს ბესელია.

სახალხო დამცველი პარლამენტში მოსვლამდე ქუთაისელ სტუდენტებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია