დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გია მიქელაძე წარმატებული ადამიანია
2016/07/23 16:53:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგიკვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა.

 

 პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გია მიქელაძე წარმატებული ადამიანია, რომელსაც ბიზნესსა და კერძო სექტორშიმუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

 

 „იმისათვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მივიღოთ გაცილებით მეტად განვითარებული საქართველო, უფრომეტი კეთილდღეობა იყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში, პარლამენტში გვჭირდება გამოცდილი ადამიანები. ამიტომ,გვინდა წარმოგიდგინოთ გია მიქელაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, პარლამენტშიც წარმატებული იქნება. ის იქნებათქვენი სიხარულისა და ტკივილის გამზიარებელი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილრეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

 

 სამტრედიის მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახაკალაძემ მიმართა.

 

„გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები, რომლებიც განსხვავებულიაზრისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს შანტაჟით წინააღმდეგობას გაუწევენ. მინდა ვისარგებლოშემთხვევით და გითხრათ, სამტრედიელებს, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიდგები თქვენს გვერდით, ჩემი ქვეყნის,სამშობლოს გვერდით“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 გია მიქელაძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა.

 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“წევრები-გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე, ოთარ ჩრდილელი და დავით ლორთქიფანიძე.

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია