საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო მოხელის ვალდებულება
ქონებრივი დეკლარაციების წარმდგენ ჩინოვნიკთა რიცხვი იზრდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/01 17:36:37

ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ თანამდებობის პირთა წრე ფართოვდება. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის რეგულირების სფეროში ის თანამდებობის პირებიც მოექცევიან, რომლებზეც აღნიშნული კანონით დადგენილი შეზღუდვები და ვალდებულბები არ ვრცელდება

ინიციატივის ავტორია იუსტიციის სამინისტრო. კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

ცვლილებების თანახმად, თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომლებზეც "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ვრცელდება, ემატება: სამინისტროს სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე და მასთან გათანაბრებული პირი, ასევე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე.

გარდა ამისა, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება დაეკისრება ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის შექმნილი ორგანიზაციებისა) ხელმძღვანელს და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირის და იმ საწარმოს ხელმძღვანელს, რომლის აქციათა ან წილის 100%- ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მომზადება განაპირობა საჯარო სამსახურის სფეროში ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების მიზნით გამჭირვალობის ხარისხის ამაღლების და ქვეყნის მიერ ამ მიმართულებით აღებული საერთაშორისო ვარლდებულებების გათვალისწინების საჭიროებამ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია