დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერობის მსურველთა განაცხადებების მიღება იწყება
2013/05/01 21:42:08

სააგიტაციო–საკონკურსო კომისია, რომელმაც ქუთაისის მერი კონკურსის წესით უნდა შეარჩიოს, დღეს დასრულდა.

კომისიის შემადგენლობაში არიან არასამთავრობო ორგანიზაციის „საჩინოს“ ხელმძღვანელი ზურაბ ხურციძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების „ჩემი საქართველოს“ და „ინავრას“ წარმომადგენლები გელა მშვენიერაძე და ნინო დვალი. იმერეთის ჟურნალისტთა კლუბის ხელმძღვანელი ნესტან ნებულიშვილი.

რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს, კომისიაში შედიან მამუკა მღვდელაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. კომისიის წევრთა შემადგენლობაში მოხვდა „პატრიოტი“ კახა ნემსიწვერიძე. კომისიის თავმჯდომარედ კი საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი დაინიშნა.

მერობაზე განაცხადის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შესაბამისად, განცხადებების  რაოდენობა შეზღუდული არ იქნება.

განაცხადების შეტანის დასრულების შემდეგ კომისია ყველა განაცხადს განიხილავს და ერთ შერჩეულ კანდიდატურას საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია