დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოკლულის მამა სამართალს ითხოვს...
2009/11/09 14:13:21

რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ოფისში სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იმედა გოგავამ და რაულ გეგეშიძემ პრესკონფერენცია გამართეს. რაულ გეგეშიძე  იმ გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის მამაა, რომლებიც 2004 წლის ოქტომბერში სამტრედიაში სპეცოპერაციის დროს საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ავტომანქანაში ხუთი ადამიანი იჯდა, რომელთაგან სამი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი თემურ ახობაძეა, რომელიც შავ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო. თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სპეც-ოპერაცია თემურ ახობაძის ლიკვიდაციის გამო დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ ახობაძე ყოფილი სპორტსმენი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო ჭიდაობაში.

აღნიშნულ საქმეს გამომძიებელი თემურ ჟვანია იძიებდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ თანხის გამოძალვის ფაქტზე დაიჭირეს და დღეისათვის პატიმრობაშია. იგი იმედოვნებდა, რომ მკვლელობა გაუხსნელი არ დარჩებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პოლიცია არ არის დაინტერესებული საქმის გახსნით და შესაბამისი საგამომძიებლო ღონისძიებები არ ტარდება.

გარდაცვლილი თამაზ გეგეშიძის მამა აცხადებს, რომ თუ მისი შვილის მკვლელობას უმოკლეს დროში არ აეხდება ფარად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის რეზიდენციის წინ შიმშილობას დაიწყებს და, თუ ამასაც შედეგი არ მოჰყვება,  სახალხოდ დაიწვავს თავს.

რესპუბლიკური პარტიის სამტრედიის ოფისის წარმომადგენლებმა ორი კვირის წინ ოფიციალური წერილი გაუგზავნეს სამტრედიის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსს, რათა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა. სამწუხაროდ, რესპუბლიკელებს პოლიციიდან არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია