დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლონური გამოცდილება შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/24 17:14:47

პოლონეთის ქალაქ პოზნანისა და ქუთაისის თანამშრომლობის ფარგლებში,  ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პოზნანში იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  უფლებრივ მდგომარეობას პოლონეთში და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მეთოდებს. 

"პოზნანიდან  დელეგაცია იყო ჩამოსული და გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში. ცოტა ხნის წინ კი ჩვენი მხრიდან იყო წასული 10 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის 2 წარმომადგენელი იყო. მათ  ადგილზე ნახეს  როგორ აქვთ მოწესრიგებული ეს პროცესები. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის თანამშრომლობას",–განაცხადა ქუთაისის ვიცე–მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა.

"ჩვენ მართლაც ბევრი რამ გვჭირდება საქართველოში ამ მიმართულებით. პოზნანში ვიზიტის დროს ჩვენმა  დელეგაციამ მიიღო კარგი გამოცდილება  რისი გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ უკეთ იყვენენ შეზღუდული შესაზლებლობის მქონე ადამიანები საზოგადოებაში ინტეგრირებული", ამბობს  საერთაშორისო პროექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი შორენა ხუხუა.

პოლონურ და ქართულ მხარეს შორის სოციალური პროექტების ფარგლებში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია