დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ რეგიონებშიც უერთდებიან
2013/04/11 20:09:27

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც გამოცხადდა, რომ ახლადშექმნილ ალიანსს ყოფილი „ნაციონალები“ შეუერთდნენ წყალტუბოსა და თერჯოლიდან და აღნიშნულ რაიონებში 4–კაციანი ფრაქციები შექმნეს.

„ვაგრძელებთ პროცესს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობისათვის“  თვითმმართველობის წართმევა დავარქვით", – განაცხადა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა სოსო მანჯავიძემ. 

წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის"  წარმომადგენლის  ნიკო ნიკოლაძის განმარტებით, ისინი მხარს უჭერენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იდეოლოგიას. მისივე თქმით, ამიტომაც გადავწყვიტეს ამ  სახელწოდების ფრაქციის  შექმნა.

 შეგახსენებთ, რომ  ქუთაისის საკრებულოში 10–კაციანი ფრაქცია – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" გასულ კვირას დაფუძნდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია