დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/05/04 02:22:00

„საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია", რომელიც 16 პრინციპისაგან შედგება, იმერეთის რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიზიარეს და ხელიც მოაწერეს. დეკლარაციის ხელის მოწერა იმერეთიდან დაიწყო და მალე მთელი საქართველოს  სხვა რეგიონებსაც  მოიცავს.

დეკლარაციის ხელმოწერის ორგანიზება "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ განხორციელდა.


საქართველოს "საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია“ არის არასამთავრობო ორგანიზაციების თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც 200-მდე ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმებით შეიქმნილი დოკუმენტია.  დეკლარაციის მიზანია, წარმოჩინოს ის უმთავრესი ღირებულეებები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს შემდგომ განვითარებასა და ევროპულ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას.


ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ახალი მასშტაბური პროექტის  “სამოქალაქო საზოგადოების განვითარეების ინიციატივის“ პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება,გაძლიერება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეების მიმართ.  პროექწტის ფარგლებში გაიცემა 79 გრანტი,რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების,სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.


 „ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუტების აქტივობა, რაც ძალინ კარგია.  არასამთავრობო სექტორის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  რეგიონებისთვის.“ - ამბობს ეკა  დანელია.                                                                                                                                       

 პროექტი დაფინასებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი) კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელობით".


ლიკა დევდარიანი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია