საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განათლების სამინისტრომ 2016-2017 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია გამოაცხადა
2016/04/02 19:27:45

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ   2016-2017 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია გამოაცხადა.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:


I ეტაპი: 2016 წელი, 4 აპრილი - 18 აპრილი

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში.

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

• რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

 

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში,

19 აპრილი - 28 აპრილის ჩათვლით.

 

II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

2016 წელი, 4 მაისი - 25 მაისის ჩათვლით


რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

 

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

 

III ეტაპი: 2016 წელი, 14 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

 

2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია