დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბრეგაძე მიდის?
2013/04/01 14:12:53

გავრცელებული ინფორმაცია – ევროპაში სამშენებლო მასალების გამოფენაზე მივლინებით მყოფი ქუთაისის მოქმედი მერის ქალაქში დაბრუნებისთანავე თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, შესაძლოა, საპირველაპრილო ჭორი ანდა ხუმრობა სულაც არ აღმოჩნდეს და ქუთაისის მერის თანამდებობა კვლავ ვაკანტური გახდეს.

ამ დროისათვის უკვე არსებობს რამდენიმე კანდიდატურა მომავალ მერთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ კანდიდატად სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე, წარმოშობით ქუთაისელი გიგა გიორგაძე სახელდება. გარვცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, მისი კანდიდატურა იმერეთის ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა გიგა შუშანიამ მინისტრ სოზარ სუბართან ერთად განიხილა და შეაჯერა.

ქუთაისის მერად მისი შესაძლო დანიშვნა გიგა გიორგაძემ "p.s."-თან საუბრისას არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ სუბარისა და შუშანიას  მოლაპარაკებაზე არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და, საერთოდაც, სუბარი და შუშანია ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არიან. გარვცელებული ინფორმაციით,  ასეთი შეხვედრის ფაქტს გიგა შუშანიაცუარყოფს.

გიგა გიორგაძის კანდიდატურამდე ქუთაისის მერის პოსტზე  მერყოფილის, ბაკურ ბალანჩივაძის კანდიდატურაც განიხილებოდა. ბალანჩივაძე ნინო ბურჯანაძის კადრია და მერად მის ხელახლა დანიშვნას ბურჯანაძე მთელი გუნდით გულშემატკივრობს.

როდესაც მერის კანდიდატურაზე სხვადასხვა პარტიები და გუნდები ცალცალკე მსჯელობენ, ქუთაისის მერის არჩევითობას მოითხოვს საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე და აცხადებს, რომ მერის არჩევა უნდა მოხდეს კონკურსის წესით, რისთვისაც უნდა შეიქმნას საკონკურსო კომისია. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად იქნება გათვალისწინებული მოთხოვნა საკონკურსო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და  რამდენად დაირღვევა ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაში დამკვიდრებული ტრადიცია – მერის და სხვა თანამდებობის პირთა დანიშვნა შეთანხმება-ჩაწყობის წესით.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი მერი მივლინებიდან დღეს დაბრუნდება. როგორც საკრებულოში აცხადებენ, მისთვის უნდობლობის გამოცხადებას არ აპირებენ საკრებულოს დეპუტატები, ვინაიდან „ევროპაში სტრესმოხსნილი“ ბესიკ ბრეგაძე თანამდებობაზე დარჩენას თავად არ აპირებს.

 

ნესტან ჩაგელიშვილი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1439
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია