დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ინფრასტრუქტურისათვის 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება
2013/01/16 17:04:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2013 წელს სამინისტროს საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით განხორციელდება.

ნარმანიას მტკიცებით, მიმდინარე წელს პროექტების განვითარების კუთხით 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა. 

„რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას, რაც გულისხმობს მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციას, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებას, რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და განხორციელების სისტემის სრულყოფას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ის მოცავს 240 კმ საერთაშორისო და შიდა გზის, 30 ხიდის, 3 გვირაბის მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე 42 მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის და ნაპირსამაგრი სამუშაების განხორციელებას, ნაგავსაყრელების მართვას და ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების კოორდინაციას", - აღნიშნა მინისტრმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია