დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება
2010/09/13 14:02:35

უკვე საბოლოოდ დადგინდა სწავლის დაწყებისა და დასრულების კონკრეტული ვადები, რომელიც მომავალში, ალბათ, არ შეიცვლება. ეს ცვლილება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს საშუალებას მისცემთ, წინასწარ დაგეგმონ დასვენებისა და სწავლისათვის მოსამზადებელი პერიოდი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით:
სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. I და XII კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაამთავრებენ; ზამთრის არდადეგები დაიწყება 24 დეკემბერს და დასრულდება 20 იანვარს. სააღდგომო არდადეგები დაიწყება  ყოველ დიდ ხუთშაბათს და დასრულდება მომდევნო კვირის ოთხშაბათს.

 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, ნაცვლად ტრიმესტრული სწავლებისა, სემესტრულ სწავლებაზე გადადიან, სულ ორი სემესტრი იქნება. 

 

ქუთაისში წიგნებს უფასოდ 900 მოსწავლე მიიღებს

დაიწყო სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების სკოლებისათვის გადაცემის პროცესი.

 წიგნები პირველად იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის საჯარო სკოლებისთვის იგზავნება. ქუთაისში წიგნებს 900 მოსწავლე მიიღებს. როგორც ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლადო პატარიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, წიგნებით დატვირთულ მანქანებს ყოველ მეორე დღეს ცლიან, 14 სექტემბრისთვის ეს პროცესი დასრულდება და

მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ. წელს პირველად გახდა შესაძლებელი, ყველა სოციალურად დაუცველმა მოსწავლემ, პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ მიიღოს. ამ პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო.

წიგნები ყველა რეგიონის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მათ მოსწავლეები ადგილზე, თავ-თავიანთ სკოლებში მიიღებენ.

მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სოციალურად დაუცველი სხვა ბავშვები შესძლებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია