დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დავით უსუფაშვილი: „მიღებული 137 კანონი ამტკიცებს, რომ პარლამენტი სრული დატვირთვით მუშაობს“
2013/07/09 16:04:01

დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა ახალი მოწვევის პარლამენტის ერთწლიანი  მუშაობა შეაფასა.

დავით უსუფაშვილი: „საგაზაფხულო სესიებზე 137 კანონი მივიღეთ, რაც საშემოდგომო სესიებთან შედარებით 107-ით მეტია,  მოყვანილი ციფრები გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი სრული დატვირთვით მუშაობს. ამასთან ერთად 500 დადგენილება მივიღეთ და სხვადასხვა კანონზე დადებული პრეზიდენტის რვა ვეტო დავძლიეთ. ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით სხვადასხვა ქვეყანაში 70 ვიზიტი განვახორციელეთ. მნიშვნელოვანი პროექტი, რაც მივიღეთ, იყო ახალი შრომის კოდექსი, მოსამართლეთა გათავისუფლება სახელმწიფოს გავლენისგან, ასევე პროკურატურაში იუსტიციის მინისტრის გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი. პრაქტიკურად, იუსტიციის მინისტრს უფლება არ აქვს პროკურატურის საქმიანობაში ჩარევის. ასევე მივიღეთ კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, რომლის გარშემო აჟიოტაჟი, მიმაჩნია, რომ  უსაფუძვლო იყო.“

შეგახსენებთ, რომ პარლამენტს, პრეზიდენტის კიდევ ორი ვეტო აქვს დასაძლევი - მარეგულირებელი კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყების კანონების შესახებ.

უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე დავით ბაქრაძის მხრიდან აღნიშნული იყო,  რომ საპარლამენტო უმცირესობა ბოიკოტს შეწყვეტს და სხდომებსა და სესიებს დაესწრება. საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტს ბოიკოტი თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავების გამო გამოუცხადა.

საგანგებო სესიები აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება და პარლამენტი მუშაობას სექტემბრის პირველი რიცხვებიდან გააგრძელებს. თუმცა, არაა გამორიცხული აუცილებლობის შემთხვევაში პარლამენტმა დასვენების დღეებშიც იმუშაოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1442
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია