საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნინო ბურჯანაძე:- "მარგველაშვილის არჩევით "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/22 18:13:37

არჩევნებამდე  5 დღით ადრე ნინო ბურჯანაძე ქუთაისელ ამომრჩეველს ხვდება. შეხვედრაზე , რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ბურჯანაძემ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" შეთანხმებულ მოქმედებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ  მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი   კოჰაბიტაციას დაასრულებს.

"ქართული ოცნება"  ცდილობს ამომრჩეველი  "ნაციონალების" დაბრუნებით დააშინოს, რადგან არ მისცეს ხალხმა ბაქრაძეს ხმა. ამასთანავე ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ, რადგან არ დაუშვან ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტება. მე ვდებ პირობას, რომ  დავამთავრებ ამ მახინჯ კოჰაბიტაციას",-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ბურჯანაძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა 2009 წლის 26 მაისის მოვლენებზე და განაცხადა, რომ მომხდარი ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

 

ქუთაისში ვიზიტამდე ბურჯანაზე ზესტაფონელ  და ვანელ ამომრჩეველს  შეხვდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2298
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია