დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისიდან ავტომანქანით გასასვლელი საშვებისათვის მერიასთან რიგები დგას
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/04/30 23:05:07

როგორც ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოში დიდი ქალაქები ჩაკეტილია და გადაადგილება ქალაქგარეთ შაზღუდულია.მათ შორისაა ქუთაისი. ხოლო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალაქიდან რაიონებში ავტომობილით გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საშვებით იქნებოდა შესაძლებელი, ქუთაისის მერიასთან ხალხის რიგები დადგა.

 

რიგის მოწესრიგების მიზნით ადგილზე მობილიზებული არიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს დისტანციის დაცვისაკენ მოუწოდებენ.


თუმცა მოქალაქეების გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ რატომ ვერ მოხერხდა საშვებზე ონლაინდარეგისტრირება. "ყველაფერი ონლაინ გახდა შესაძლებელი და რატომ არ შეიძლებოდა საშვების გაცემის საკითხიც ონლაინ მომხდარიყო, ვინც შეძლებდა, ონლაინ დარეგისტრირდებოდა, ამხელა რიგი აღარ იქნებოდა აქ", - აცხადებენ მოქალაქეები. 

ადგილობრივ ხელისუფლებაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი დღეს ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

 

მოსახლეობის პროტესტს ადგილზე გამოეხმაურა პარტია "თავისუფალი საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფო თვითონ ქმნის პრობლემას.

"2 ადამიანი უზით და 150 ადამიანზე მეტი დგას რიგში. 4-5 დღე ანდომებენ ერთი საშვის განხივლას. ეს არის ბიუროკრატიული მექანიზმი. შევარდნაძის დროინდელი საპასპორტოს რიგები გამახსენდა, როცა ადამიანები სიებით იყვნენ რიგში. ქუთაისის მერიაში მუშაობს 4 000 ადამიანი, გამოიყვანონ ეს ადამიანები, საკუთარი პარტიული აქტივისტები, რომლებზეც 38 მილიონი იხარჯება ქუთაისის ბიუჯეტიდან და ამ ვითარებაში მაინც გამოიყენონ", - ამბობს გიგა შუშანია.



იმერეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, მოქალაქეებს უფლება აქვთ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. თუმცა ამისთვის მათ საშვი სჭირდებათ, რომლის მისაღებადაც მათ გრძელ რიგში უწევთ დგომა.



ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რიგის წარმოქმნა მოსახლეობის მხრიდან არამიზნობრივმა მომართვიანობამ გამოიწვია და მოქალაქეებს მოუწოდებენ იმ საჭიროებისთვის მოვიდნენ, რაზეც სახელმწიფოს მიერ არის ნებართვა გაცემული და გაიცემა საშვები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია